გაკვეთილის მთავარი თემა | ფერთა მრავალფეროვნება |
სწავლების საფეხური | დაწყებითი საფეხური, IV -კლასი. |
მოსწავლეთა რაოდენობა | 4-მოსწავლე |
გაკვეთილისმნიშვნელობა/აქტუალობა | დამოკიდებულება ფერებთან. როგორ და რისთვის გამოვიყენოთ ფერები ცხოვრებაში. |
გაკვეთილისმიზნებიდაშედეგები | გაკვეთილის გავლის შედეგად მოსწავლე: უნდა ფლობდეს ფერების შეზავებით სასურველი ფერის მიღების, საკუთარი ჩანაგიქრის განხორციელებისადმი შემოქმედებით უნარებს. ს.გ.IV. 1–ფერების შეზავებით იღებს სასურველ ფერს. ს.გ.IV. 1–თეთრი ან შავი ფერის დამატებით ცვლის ფერის სინათლის ხარისხს, ტონალობას. ს.გ.IV. 4–ირჩევს გამომსახველობით ხერხებს ნამუშევარში ჩანაფიქეის უკეთ გადმოსაცემად. ს.გ.IV. 5–იცავს დროის ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესრულებისას. ს.გ.IV. 5–ირჩევს სამუშაო მასალას, იარაღებს, აწესრიგებს მათ განსაზღვრული დროის მონაკვეთში. |
მოსწავლეთა ორგანიზება | ინდივიდუალური |
შეფასებისსაგანიდაპროცედურები | მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება წინასწარ შემუშავებული რუბრიკის საშუალებით. |
სასწავლომასალადა ტექნიკური რესურსები | IV-კლასისხელოვნებისწიგნი, თაბახისფურცლები, მოსწავლის სურვილით შერჩეული სახატავი მასალა (ფანქარი: ფერადი, უბრალო, პასტელები, გოაში....). დისკი სურათებით (ე.ახვლედიანის „შემოდგომა“, ვ.ჯაფარძის „სვანეთის ხედი“, ა.ბერიძე „პეიზაჟი“). |
გაკვეთილისმსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი | აქტივობა 1.(5წთ) გავაცნობ ბავშვებს ახალი გაკვეთილის სახელწოდებას და მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ვსთხოვ გაიხსენონ რა იციან ფერის შესახებ. გაიმართება დისკუსია. დავსვამ კითხვას: „სახვითი ხელოვნების რომელი დარგისთვის არის მნიშვნელოვანი ფერი?“ გაიხსენებენ ბავშვები „ფერწერას“, ფერწერულ ნამუშევრებს და საჭირო მასალას (ტილოს, ზეთის საღებავებს), რომლითაც მუშაობს ფერმწერი. გაიმართება დისკუსია, ისაუბრებენ პალიტრაზე, რომელზედაც ხდება ფერების შერევა–შეზავება. ავუხსნი ბავშვებს, რომ მხატვრები სამყაროს მრავალფეროვნების გადმოსაცემად ცდილობენ მათთვის სასურველი ფერების მიღებას. ვესაუბრები ბავშვებს, რომ გარდა ფერთა მრ.ფეროვნებისა ბუნებაში ერთი ფერის სხვადასხვა ელფერიც გვხვდება–შედარებით ნათელი ან ბნელი.ფერის სინათლის ხარისხს მხატვრები თეთრი ან შავი ფერის დამატებით ცვლიან. სასურველი ფერების მისაღებად მხატვრები ერთმანეთს სხვადასხვა ფერებს ურევენ რათა სხვადასხვა ნახატები შექმნან. აქვე ვაჩვენებ ბავშვებს დისკზე ჩაწერილ სურათებს. აქტივობა 2.(10წთ) შევსთავაზებ ბავშვებს, მოამზადონ სახატავი მასალა და სცადონ ერთი ფერის სხვადასხვა ელფერის მიღება. ასევე სხვადასხვა ფერების შერევით მიიღონ ახალი ფერები. ამისათვის მოსწავლეებს ვაძლევ განსაზღვრულ დროს 3–4წთ–ს,რომლის ამოწურვის თანავე გააცნობენ ერთმანეთს მათი უშუალო დაკვირვების შედეგებს და უჩვენებენ ერთმანეთს თავიანთ ნამუშევრებს. აქტივობა 3.(5წთ) მოსწავლეები გაეცნობიანსახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტს, დაათვალიერებენ სახელმძღვანელოში მოცემულ ვანგოგის ნახატებს და იმსჯელებენ მხატვრის მიერგამოყენებული ერთი ფერის სხვადასხვა ელფერზე, ცდილობენ სხვა ფერების სახელწოდების განსაზღვრასაც. აქტივობა 4. (25წთ) გაკვეთილზე მიღებული ინფორმაციისა და უშუალო შთაბეჭდილებების გათვალისწინებით, ისინი დამოუკიდებლად აირჩევენ თემას ნამუშევრებისათვის და შეუდგებიან ხატვას. მუშაობის პროცესში გაითვალისწინებენ მათ მიერ ჩატარებული ცდის შედეგებს, შეეცდებიან ახალი ფერების მიღებას და გამოყენებას. გაკვეთილის დასასრულს შევსთავაზებ ბავშვებს განიხილონ მათი ნამუშავრები მომდევნო გაკვეთილზე. აალაგებენ სამუშაო მასალას, იარაღებს და შეინეხავენ. |
вторник, 18 октября 2011 г.
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий